logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სახელმწიფოზე თავდასხმას არ ესაჭიროება გაფრთხილება-შეტყობინებები!
- +

8 ნოემბერი. 2020. 22:54

 

 

„პრეტენზია მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან! არაა საჭირო  თავდაცვითი განცხადებები“, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ცესკო-ს შენობასთან განვითარებულ პროცესებს.

 

„რამდენიმე საათი გასული ვიყავი ქსელიდან, ვსეირნობდი ტყეში, მობილური დავტოვე მანქანაში. შემდეგ მქონდა კომუნიკაცია სავაჭრო ქსელთან, არანაირი დაძაბულობა. ჩავრთე ინტერნეტი და თურმე "დაიქცა" ქვეყანა.

პრეტენზია მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან! არაა საჭირო  თავდაცვითი განცხადებები! სახელმწიფოზე თავდასხმას არ ესაჭიროება გაფრთხილება-შეტყობინებები! პოლიციელი იცავს კანონს ყველგან. თუ. მაგალითად, ფრანგ პოლიციელს თავს დაესხნენ "ყვითელი ჟილეტები" და ამას ძალადობრივი, იძულებითი პასუხი გაეცა, განცხადება სუ;აც არაა საჭირო!

ნაძირალა კაპანაძეებსა და ხულიგნებს ეთერი კი არა და საკნები უნდა დაეთმოს!

მიკვირს, რომ ზოგიერთს უჭირს დემოკრატიის რეალური აღქმა“, - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner