„ვუერთდებით ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდებას და ჩვენც, კატეგორიულად მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან რეგულაციები, ასევე არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად და არ დაუშვებს მათი მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერ პრეცედენტს და ასეთ მცდელობებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.