„GFK-ის კვლევები NDI-სა და IRI-ის კვლევების გაგრძელება და სიყალბის კულმინაციაა,"- განაცხადა თამაზ მეჭიაური" - ერთიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა გადაცემა 2030-ში.
"რაც შეეხება „ქართული ოცნების" ჩატარებულ კვლევას, ესეც შეურაცხმყოფელია, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ამომრჩევლის თავიდანვე შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. მათ უნდათ, ამომრჩეველი დაარწმუნონ, რომ ასპარეზზე მხოლოდ 2 პოლიტიკური ძალაა - „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა". სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობა" დანაშაულებრივი ორგანიზაციაა და მას არანაირი რეიტინგი არ გააჩნია, ამ ფონზე კი, მათ გამარჯვება გარანტირებული აქვთ", - განაცხადა მეჭიაურმა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" არ სურს აღიაროს ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მათგან და „ნაციონალური მოძრაობის" ხედვებისგან განსხვავებული ხედვები აქვთ.
"„ქართულ ოცნებას" არ სურს აღიაროს ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მათგან და „ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებული ხედვები აქვთ. გარდა მართვის სტილისა, „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" ხედვები ფაქტიურად, იდენტურია. მათი საგარეო და საშინაო კურსი ერთმანეთს ძალიან დაემსგავსა. თუ მართვის სტილს არ ჩავთვლით, ისინი ერთმანეთს თანდათან ისე დაემსგავსნენ, რომ მათ შორის განსხვავების პოვნა ძნელია. ძველი ხელისუფლების ძალიან ბევრი წევრი ახალ ხელისუფლებაშია პორტირებული და იმ ხალხის უდიდესი ნაწილი, რომლებიც 2012 წლამდე „ქართული ოცნების" სათავეებთან იდგა, გვერდითაა გაწეული", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.
როგორც მან აღნიშნა, ეს ყველაფერი წინა პრემიერის დროს ნაკლებად ჩანდა.
"ეს ყველაფერი წინა პრემიერის დროს ნაკლებად ჩანდა და უფრო ნაკლებად - ბიძინა ივანიშვილის პრემიერობისას. ივანიშვილი უფრო მყარ პოზიციაზე იყო და გარედან ჩარევას ნაკლებად ექვემდებარებოდა. ასევე საკმაოდ ხისტი იყო ღარიბაშვილი, რომელიც ცდილობდა, მართავაში დამოუკიდებელი ყოფილიყო. ახალი მთავრობის დროს კი, ხელისუფლების გადაწყვეტილებებში გარედან ჩარევა უკვე აშკარად იგრძნობა", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მისი თქმით, რეალურად, პარტიას "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის", „ნაციონალურ მოძრაობაზე" გაცილებით მეტი რეიტინგი აქვს.
"რეალურად, ჩვენს პარტიას „ნაციონალურ მოძრაობაზე" გაცილებით მეტი რეიტინგი აქვს. თუ ბარიერს 1-2%-მდე დავწევთ, „რესპუბლიკელებს" აქვთ შანსი, ბარიერი გადალახონ. რაც შეეხება კოალიციის დანარჩენ წევრებს, ამაზე არ მიფიქრია", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.