logo_geo
eng_logo
პაპუნა უგრეხელიძე: რას იტყვის ადამიანის უფლებათა მეტრი სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლზე?
- +

9 ნოემბერი. 2020. 00:55

 

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე, ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლს ახსენებს.

 

"დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ

მუხლი 222. ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება

  1. ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

  1. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე",- წერს უგრეხელიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, განაცხადა რომ  ცესკოსთან აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენებით, არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები დაირღვა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner