ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი მეორედ გამოიყენეს. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, რომ შენობაში შეჭრილიყვნენ, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
დემონსტრანტებმა ასევე ღობე მოარღვიეს, რომელიც მათ და სამართალდამცველებს აშორებდათ.
მანამდე, აქციის მონაწილეებს სპეციალური ტექნიკიდან ხმოვანი შეტყობინებით დაშლისკენ მოუწოდეს და წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ გააფრთხილეს.