logo_geo
eng_logo
აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების კორდონის გარღვევა სცადეს - პოლიციამ წყლის ჭავლი მეორედ გამოიყენა
- +

9 ნოემბერი. 2020. 01:09

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე  სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი მეორედ გამოიყენეს.  აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, რომ შენობაში შეჭრილიყვნენ, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

დემონსტრანტებმა ასევე ღობე მოარღვიეს, რომელიც მათ და სამართალდამცველებს აშორებდათ.

მანამდე, აქციის მონაწილეებს სპეციალური ტექნიკიდან ხმოვანი შეტყობინებით დაშლისკენ მოუწოდეს და წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ გააფრთხილეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner