logo_geo
eng_logo
ნუკრი ქანთარია: მშვიდობიანი პროტესტით ფონს ვერ გადიან, ახლა შეეცადნენ გაამწვავონ სიტუაცია, მიაღწიონ მსხვერპლს
- +

9 ნოემბერი. 2020. 01:11

 

 

„ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია სოციალურ ქსელში ეხმაურება ცესკოსთან მიმდინარე მოვლენებს. ის მოუწოდებს სამართალდამცველებს იმოქმედონ კანონის დაცვით და არ წამოეგონ პროვოკაციებს.

 

"რადიკალური ოპოზიციის მიზანი მარტივია, მაგრამ ვერაგული. რადგან დაინახეს, რომ მშვიდობიანი პროტესტით ფონს ვერ გადიან, ახლა შეეცადნენ გაამწვავონ სიტუაცია, მიაღწიონ მსხვერპლს. როგორმე საზოგადოებას დაანახონ სისხლი, რაც მათი აზრით, აღაშფოთებს მოსახლეობას, გაზრდის საპროტესტო მუხტს და უმართავ პროცესებს გამოიწვვს. ნაც.აქტივისტ კუპრავას მიერ ამ გეგმის გახმიანება – "600 პროტესტანტით ცესკოს ჰაერში ავწევთ", ამ გეგმის მკაფიო დადასტურებაა.

 

მოვუწოდებ ძალოვან სტრუქტურებს, იმოქმედონ სრულიად კანონის შესაბამისად, მაგრამ ფრთხილად და არ წამოეგონ პროვოკაციებს. ასევე, ვთხოვ "ქართული ოცნების" უამრავ მომხრეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ მოინდომონ კონფლიქტში ჩართვა. ხელისუფლებას არ გაუჭირდება, რომ აღკვეთოს ნებისმიერი უწესრიგობა. იმედია, ყველა დებოშიორი გონს დროზე მოეგება. სააკაშვილის ფანტაზიები ამ ქვეყანაში ვერ და არ ასრულდება",- წერს ქანთარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner