logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ზუსტად იმხელა მხარდაჭერა გვაქვს, რაც - ერთად აღებულ ყველა დანარჩენ პარტიას!
- +

30 ივნისი. 2016. 23:48


 

„ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული კვლევა შიდა მოხმარების დოკუმენტია, რომლის საჯაროდ გამოტანას არ ვგეგმავდით. თუმცა, კვლევაზე მოთხოვნა და ინტერესის გაჩნდა და მისი საზოგადოების წინაშე გამოტანა ამიტომ გადავწყვიტეთ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.

 

"პროცენტულად, ჩვენ ზუსტად იმხელა მხარდაჭერა გვაქვს, რაც - ერთად აღებულ ყველა დანარჩენ პარტიას. ამ არჩევნებში „ქართული ოცნება" ამომრჩეველთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს. კვლევაში მოცემული 35% იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხმების 35%-ს ავიღებთ. არის ელექტორატის ის ნაწილი, რომელიც თავისი არჩევანის შესახებ დღემდე არ აცხადებს. ჩვენ ანალიზს ვატარებთ და შუალედური არჩევნების შედეგებიც ანალიზის ერთ-ერთი საფუძველია. დღევანდელი სოციოლოგიური კვლევა გვიჩვენებს იმას, რომ ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, „ქართული ოცნება" ხმების 50%-ზე მეტს აიღებს, მაგრამ ჩვენი ამბიცია ამით არ შემოიფარგლება. წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაგვიწყია და დარწმუნებული ვარ, საარჩევნო კამპანიის შემდეგ კიდევ უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გვექნება", - განაცხადა კობახიძემ.

 

მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სავარაუდოდ, რამდენიმე პარტიით წარმოდგენილ პარლამენტს მივიღებთ.

 

"სხვა პარტიების შედეგები ჯენტლმენური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გამოვაქვეყნეთ. არ გვინდოდა, ვინმე გაგვენაწყენებინა და ეს  სპეკულაციების საგანი გამხდარიყო. სავარაუდოდ, რამდენიმე პარტიით წარმოდგენილ პარლამენტს მივიღებთ. კვლევის მიხედვით, არის რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ ეტაპზე ბარიერს ქვევითაა. დღევანდელი მონაცემებით, ბარიერის გადალახვას 3-4 პარტია შეძლებს და შესაბამისად, სხვა პარტიები ბარიერს ქვევით არიან. „ნაციონალურ მოძრაობას" სერიოზული მუშაობა მოუწევს იმისთვის, რომ მისი რეიტინგი ბარიერის სახიფათო ზღვართან მეტისმეტად ახლოს არ ჩამოვიდეს. ბარიერის გადასალახად, დანარჩენ 2 პარტიასაც სერიოზული მუშაობა მოუწევს", - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა.

 

როგორც მან აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" კვლევა ორგანიზაცია „ფსიქოპროექტს" დაუკვეთა.

 

"ორგანიზაცია, რომელსაც კვლევა დავუკვეთეთ არის „ფსიქოპროექტი". სოციოლოგიური კვლევები პერიოდულად, შიდა სტრატეგიული დაგეგმარების მიზნით ტარდება. ორგანიზაცია „ფსიქოპროექტთან" მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს და მაშინ, როცა სხვა კვლევების შედეგები არჩევნების შედეგებს რადიკალურად სცდებოდა, ამ ორგანიზაციის მონაცემები არჩევნების შედეგების პროგნოზირების საშუალებას ყოველთვის გვაძლევდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner