logo_geo
eng_logo
„სულხან მოლაშვილი მძიმე ხასიათის კაცია, უყვარს ოჯახი, თავისი ქვეყანა“- ასე აფასებდა მოლაშვილი საკუთარ თავს...“
- +

1 ივლისი. 2016. 00:32



ჟურნალისტი დიანა ლიპარტელიანი კონტროლის პალატის ყოფილ უფრსთან სულხან მოლაშვილთან მის ინტერვიუს იხსენებს:



ზუსტად ერთი წლის წინ ჩავწერეთ... ეს ვიდეო, ამონარიდია იმ ვრცელი ვიდეო-ინტერვიუდან.

 

"სულხან მოლაშვილი მძიმე ხასიათის კაცია, უყვარს ოჯახი, თავისი ქვეყანა, უყვარს თავისი პროფესია და აღმერთებს მას, უყვარს ქართულად წერა და კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ენასაც არანაკლებად ფლობს და საკუთარ თავს შეცდომად უთვლის, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება გადადო სხვადასხვა ფაქტორების გამო. ნიშნის მოგებით არავის არ ვეუბნები, მაგრამ მახასიათებს ძალიან დიდი ღირსება - ყოველთვის მიყვარდა ჩემი ქალაქი და ქვეყანა და კაცად მიმაჩნდა ის, ვისაც თავაწეული შეეძლო ქალაქში სიარული. ვეთაყვანებოდი ასეთ უფროსებს და ვიცი, რომ მეც ასეთად დავრჩები შემდეგი თაობისთვის, იმიტომ, რომ ცუდი მაგალითი არ მიმიცია... ცუდი საქმე არ მიკეთებია, და ეს უკვე ცოტა არ არის." - ასე აფასებდა საკუთარ თავს..."

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner