„მტრები ხართ ყველანი, ვინც სააკოვის მხარდამხარ, თუნდაც მხოლოდ კონიუნქტურული მოსაზრებით მოდიხართ!“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში წერს.
„სააკოვი რომ გადმოდგა და მუშტებს იქნევს, ამ პროცესების სათავეში რომ სააკოვი დგას - ამას როგორ ეგუებით? ან საერთო ენა რა მარტივად გამონახეთ ამ უზნეო პირსისხლიან მძორთან, ვისაც ჩემს მხარდამხარ ვითომ, უპირისპირდებოდით?
ახლა რას აპირებთ, ყოფილო მეგობრებო? ძალაუფლებაში სააკოვთან ერთად უნდა დაბრუნდეთ და ისევ გვაწამოთ?
ვერ მოესწრებით!
მტრები ხართ ყველანი, ვინც სააკოვის მხარდამხარ, თუნდაც მხოლოდ კონიუნქტურული მოსაზრებით მოდიხართ!
გაიხვეტებით!
არ დაგავიწყდეთ - სააკოვის ბანდას ჯერ პასუხი არ უგია ადამიანების წამებისთვის!
თქვენ კი, მას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ხელს უწყობთ!!!“, - წერს დავითაია.