logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: ფაშინიანთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს
- +

9 ნოემბერი. 2020. 10:20

 

„მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით კომპრომისისთვის სულ უფრო მცირე შანსი რჩება, რადგანაც დაკარგულ ტერიტორიებს აზერბაიჯანი ძალისმიერი გზით იბრუნებს“, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ნიკოლ ფაშინიანის პრემიერობის პირობებში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. მანამდე ალიევმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ შუშაზე კონტროლი აზერბაიჯანის არმიამ უკვე დაამყარა, რასაც თავის მხრივ, სომხური მხარე არ ადასტურებს.

 

შუშა ყარაბაღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელიც თვითაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქიდან, სტეპანაკერტიდან 11 კილომეტრში მდებარეობს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner