logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: სულხან მოლაშვილის ცხოვრება ტრაგიკული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიწიროს ძალადობრივმა სისტემამ ადამიანი...
- +

1 ივლისი. 2016. 00:34


 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის, სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს:

 

„მწუხარებას გამოვთქვამ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.

 

სულხან მოლაშვილის გარდაცვალებამ საზოგადოების დიდი გულისტკივილი გამოიწვია. მისი ცხოვრება და გარდაცვალება ტრაგიკული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიწიროს ძალადობრივმა სისტემამ ადამიანი. ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული."- აღნიშნულია განცხადებაში. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner