logo_geo
eng_logo
სოფელ პატარძეულის სტაბილური წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოებს 12 მილიონი მოხმარდება
- +

9 ნოემბერი. 2020. 11:40

 

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს პროექტების განხორციელებას სოფლებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის.

 

კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოებზე. 

 

მონაწილეობის მსურველებს  წინადადებების წარდგენა 16 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 12 მილიონი ლარია. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებად 32 თვე ექნება.

 

ამ დროისთვის ,პატარძეულის მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა.

 

დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილდენი, წყლის სათავე ნაგებობა, სატუმბო სადგური, რეზერვუარი და დაგეგმილია მოსახლეობის  ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

 

პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და 3000 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner