„თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი, დავით ფაცაცია სულან მოლაშვილის გარდაცვალებას ეხმიანება:
„მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვხატო ძალიან დიდი ადამიანის, უსაზღვროდ ღირსეული პიროვნების, შეუპოვარი, პრინციპული, გაუტეხელი, სამართლიანი, საამაყო ქართველის, სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო!
უპატიებელი ტრაგედიაა რომ ამ ადამიანის მწამებლები დღესაც დაუსჯელები დადიან, არ მინდა, რომ ეს თემა პოლიტიკური მანიპულაციის საგანი იყოს, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სწორედ, რომ პოლიტიკურია და ამ მიზეზით უნდა გასამართლდეს ნაცმოძრაობა, მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, ზურაბ ადეიშვილი და სხვა მონაწილე პირები.
პირობა მინდა დავდო, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ადამიანების სამართლიანად დასასჯელად და ვერავის ზეწოლა ამას ვერ შეაჩერებს!!!"