„იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მყისიერი საფრთხე პოლიციელის ან საზოგადოების წევრის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფის და არ არსებობს საშუალება, მოხდეს გაფრთხილება, პოლიციას აქვს უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალება“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„წყლის ჭავლი, როგორც იძულების სპეციალური საშუალება გამოყენებულ იქნა კანონის სრული დაცვით. კერძოდ, პოლიციის შესახებ კანონის 31-ე მუხლის თანახმად, პოლიციელს აქვს უფლება, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება პოლიციელის და ზოგადად საზოგადოების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას გაუფრთხილებლობის გარეშე და ამის ბუნებრივი, რეალობიდან გამომდინარე არ არსებობს გაფრთხილების საშუალება, გამოიყენოს სპეციალური საშუალება, სწორედ ამ კანონის დაცვით იქნა გამოყენებული. გაფრთხილების გარეშე შეუძლია მაშინ, როდესაც არსებობს მყისიერი საფრთხე პოლიციელის ან საზოგადოების წევრის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფის, ან არ არსებობს იმგვარი მდგომარეობა, რომ მოხდეს გაფრთხილება, აქვს უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალება, ამ შემთხვევაში, წყლის ჭავლი“, – განაცხადა კახა საბანაძემ.