logo_geo
eng_logo
8 ნოემბერს გამართულ აქციაზე 14-მდე სამართალდამცველი, მედიის 3 წარმომადგენელი და აქციის 10-მდე მონაწილე დაშავდა
- +

9 ნოემბერი. 2020. 13:35

 

 

8 ნოემბერს გამართული აქციისას 30-მდე ადამიანი დაშავდა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა.

 

„აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს“, - განაცხადა კახა საბანაძემ.

 

8 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.

 

ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner