logo_geo
eng_logo
კამალა ჰარისი: მე პირველი ქალი ვარ, რომელიც ასეთ მაღალ პოსტს დაიკავებს, იოცნებეთ დიდ შედეგებზე და იყავით მიზანდასახულები
- +

9 ნოემბერი. 2020. 14:00

 

 

„მე პირველი ქალი ვარ, რომელიც ასეთ მაღალ პოსტს დაიკავებს და იმედი მაქვს, არა უკანასკნელი. ყველა ამერიკელმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ მათ ეს ქვეყანა განუსაზღვრელ შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ, იოცნებეთ დიდ შედეგებზე და იყავით მიზანდასახულები. ჩვენ ამ გზაზე მხარს დაგიჭერთ. მე ვიქნები ისეთივე ვიცე-პრეზიდენტი, როგორიც ჯო ბაიდენი იყო ბარაქ ობამასთვის“, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად არჩეულმა კამალა ჰარისმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

 

მისივე თქმით,  ვიცე-პრეზიდენტად მისი დასახელება ძალიან კარგად მეტყველებს ჯო ბაიდენის პიროვნებაზე, რომელსაც ეყო გამბედაობა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერი გადაელახა და საკუთარ ვიცე-პრეზიდენტად ქალი აერჩია.

 

“მართალია, პირველი ქალი ვარ ამ თანამდებობაზე, მაგრამ ბოლო არ ვიქნები, რადგან ყველა პატარა გოგონა, რომელიც დღეს მიყურებს, ხედავს, რომ ეს შესაძლებლობების ქვეყანაა” –  აღნიშნა ჰარისმა.

 

 

წყარო:http://recorder.ge/2020/11/08/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner