logo_geo
eng_logo
რატომ ჩქარობენ თემურ ალასანია და პატრუშევი საქართველოში აჯანყების მოწყობას?
- +

9 ნოემბერი. 2020. 14:12

 

 

ოპოზიციურ გეგმებზე, მედიით გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებსა და 8 ნოემბრის აქციაზე ,,კვირა” უშიშროების ექსპერტ დავით იორამაშვილს ესაუბრა:

 

- ბატონო დავით, თქვენ, როგორც უშიშროების ექსპერტი, აქამდეც აცხადებდით, რომ თემურ ალასანია და პატრუშევი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ. რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აანონსებდით ამ მოვლენებს?

 

– ჩვენი წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ გადატრიალება დაგეგმილი იყო 8 ოქტომბრისთვის. ამავეს ადასტურებს თემურ ალასანიას მიერ ახლახან გამოქვეყნებული საუბარი გუბაზ სანიკიძესთან. ეს გეგმა გაწერილი იყო დიდი ხნის წინ და ახლა აპირებენ მოქმედებაში მის მოყვანას. თემურ ალასანია გრუ-ს გამოცდილი გენერალია და პატრუშევთან ერთად მოქმედების საკმაოდ მრავალმხრივი გეგმა აქვს. მე ადრეც ვაფრთხილებდი ქართულ საზოგადოებას, რომ ეს მოხდებოდა. ახლა რეალური საშიშროების პირისპირ აღმოვჩნდით. თუ სახელმწიფომ გადამწყვეტი ზომები არ მიიღო – ჩვენი საქმე ცუდად წავა. “ნაცი” ზონდერები მზად არიან, მათ დიდძალი შეიარაღება აქვთ და, როგორც ხედავთ, მათ უკვე დაიწყეს სროლა ბიძინა ივანიშვილის სახლთან. სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს აქტიური მოქმედება. ამ დროს უმოქმედობა დამღუპველია.

 

-კოვიდის ეპიდემიაზე რას ფიქრობთ? ამდენი ადამიანისთვის თავისუფლების მოედანზე თავშეყრა ხომ მომაკვდინებელი იქნება?

 

- ეს არის ბიოლოგიური დივერსია. სულ მაგას გავიძახოდით, ამ არსებებს არ სჭირდებათ არც არჩევნები, არც – სახელმწიფო… უბრალოდ, თავის გადარჩენაზე ფიქრობენ და ყველაფერზე მიდიან, რასაც მშვენივრად იყენებენ ლიბერალ-ნაციონალები. ამათ კიდევ (ლიბერალებს) უკვე დიდი ხანია, აკონტროლებს ხალიფატი. ნურავის ჰგონია, რომ ხალიფატი არ არსებობს. ხალიფატი ისე გაძლიერდა, რომ თვითონ ერდოღანი (სამხედრო-პოლიტიკური რესურსით) მათი ინტერესების გამტარებელი გახდა. გადახედეთ მსოფლიოს, რა ხდება ევროპაში, ამერიკაში, აზიასა თუ აფრიკაში. დროა, თვალი გავახილოთ და ყველა ერთად (ვისაც ამის სურვილი და თავი აქვს) გამოვიდეთ ამ სიბნელიდან. არჩევნებმა საქართველოში გვაჩვენა, რომ აღარ არსებობს არაფერი სახელმწიფოებრივი. ისინიც ცდილობენ, რომ ძარცვონ და ანგრიონ ქვეყანა. არადა, თემურისა და მიშას ძალა ერთი ბატონის მსახურია. სხვა ძალები განადგურებული ან, უბრალოდ, იგნორირებულია.

 

- ვისგან მოდის ყველაზე დიდი საშიშროება საქართველოსათვის?

 

- ყველაზე დიდი საშიშროება საქართველოსთვის ზუსტად ამ ადამიანებისგან მოდის: გიორგაძე, თემურ ალასანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, ნათელაშვილი და სხვანი. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს… საქმე ისაა, რომ ცვლილებები რუსეთ-ამერიკაში თვალნათლივ დაგვანახებს ამ პოლიტიკოსების ტყუილებს, რასაც ვერ გაექცევიან. ფიზიკურადაც კი ვერ წავლენ ვერსად. არავინ აღარ მიიღებს. აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რაც ამ პოლიტიკოსებს დარჩენიათ, არის ქაოსი, გაურკვევლობა, არეულობა და ქვეყნის ნგრევა. სხვა ყველა შემთხვევაში პასუხიმგებლობას ვერ გაექცევიან. ეს მხოლოდ შიდა ფაქტორია, გარე ფაქტორზე რომ არ ვილაპარაკოთ. ამიტომ ჩქარობენ ასე. ამათთვის არჩევნები შირმაა. არანაირი შედეგი არ აწყობთ – ნგრევის გარდა. ამიტომაც, თითქმის ყველა ტერორიზმით ნაშოვნი ფინანსებით ფინანსდება.

 

- რისი იმედი აქვს თემურ ალასანიას?

 

- ესე ეგი, ამერიკაში არჩევნების შემდეგ (როგორც უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები) მსოფლიო მიიღებს ახალ წესრიგს, იქნება ეს ახალი გამოწვევები თუ ახალი გაერთიანებები. კრემლი ამისთვის, პრაქტიკულად, მზადაა. მოხდება ძალიან დიდი ცვლილებები როგორც საშინაო, ისე – საგარეო პოლიტიკაში. რაც შეეხება საქართველოს – კრემლში დიდი ხანია, დევს ახალი პროგრამა, რომელიც გამაგრებულია 10-15 მილიარდის რესურსით. გაწერილია ყველაფერი: გამცემი ორგანო, მაკონტროლებელი, შემსრულებლები და ასე შემდეგ. საქმე ისაა, რომ ამ ახალ პროგრამაში აღარ არიან პატრუშევები, კარაბელნიკოვები და სხვა ძველი სახეები. აქედან გამომდინარე, ვერც მათი პროტეჟე-მონები ვერ ჯდებიან ამ ამბებში. სწორედ ამიტომ ჩქარობს თემურ ალასანია – რადგან მისი პატრონი არის პატრუშევი და კარაბელნიკოვი კრემლში. ეს არის ძველი – ანდროპოვის მაფია. ახლა კი ახალი გუნდის მზადება მათი ადგილის შესავსებად და მიშას ფაქტორიც არარელევანტური ხდება. თუ ამ თვეში არ მოასწრეს გადატრიალების მოხდენა – ან ახალ წლამდე – მაშინ დაკარგავენ იმ ავადსახსენებელ 10-15 მილიარდ დოლარს. ეს არის იმის მიზეზი, რომ ძალიან ჩქარობენ გადატრიალების მოწყობას.

 

ალასანიასა და პატრუშევის ჯგუფის არსენალში არის ტერორისტული აქტებიც, რომელთა მოწყობასაც არ მოერიდებიან. ამავე დროს, საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოყენებაც უნდათ. ქვეყანაში ქაოსის შექმნის ნებისმიერ შანსს გამოიყენებენ. სწორედ ამიტომ არის საჭირო ახლა ხელისუფლების მკაცრი ხელი და სიტუაციის კონტროლი. ახლა ლიბერალური მიდგომები ქვეყანას არ გამოდგება და ,,რბილი მართვა“ სრულ კატასტროფას გამოიწვევს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner