logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ეს ოპოლიდერები საერთოდ ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას, ამდენ ხალხს რომ კრებენ?!
- +

9 ნოემბერი. 2020. 14:23

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„მე, ერთ-ერთმა ყველაზე კომუნიკაბელურმა ადამიანმა, უკვე ერთი თვეა, მაქსიმალურად შევზღუდე კონტაქტები, ფაქტობრივად, თვითიზოლაციაში ვარ, რადგან არ მინდა, კოვიდი შემეყაროს და სხვისი დაინფიცირების მიზეზი გავხდე და ეს ოპოლიდერები საერთოდ ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას, ამდენ ხალხს რომ კრებენ?!

 

სტატისტიკას მაინც შეხედეთ:

 

დღეში 3000 ადამიანი ინფიცირდება და 15-20 ადამიანი იღუპება!

 

ვერა ხართ კარგად, ვერა ხართ!

 

უფრო ზუსტად კი, - ძალიან ავად ხართ, მაგრად გიჭირთ "მანსარდაში", - ჟონავს!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner