საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრის, ფილოსოფოს ირაკლი ბათიაშვილის შვილი ირინა ბათიაშვილი, ცესკო-სთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„რა არ იკადრა ოპოზიციამ ცესკოსთან:
ერთ ზოლზე წყნარად მდგომ პოლიციელებს ბოთლებს და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ;
მუშტებს უშენდნენ
ძაბავდნენ სიტუციას და ნაგვის ურნებით ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას, ხოლო
ჩვენი პოლიცია ითმენდა უხმოდ.
როცა აქციის მონაწილეები იერიშზე გადავიდნენ ანუ პროვოკაციაზე, მაშინ პოლიციელებმა ოდნავ წინ გადაინაცვლეს, თუმცა მაშინაც არ დაშალეს ხელკეტებით.
ისევ ჭავლი შეუშვირეს აგრესიულ ადამიანებს.
აქვე დავძენ, ეს პროვოკაციის ფაქტი ოპოზიციურმა არხებმაც კი ვერ დამალეს (ღამე პირდაპირ ეთერში ტვ პირველზეც კი მოუწიათ ამის აღიარება, რომ იყო პროვოკაცია აქციის მონაწილეთა მხრიდან)
ალეკო ელისაშვილი ამბობს: “ჯოჯოხეთური ჭავლი იყოო”. ვინმემ ამიხსენით ამის მნიშვნელობა.
დაშალეს ეხლა “დიდმა” ლიდერებმა ეს გაყინული ხალხი, თვითონ თბილად ჩასხდნენ მანქანაში და ამ ადამიანებს ხვალ კორონა ექნებათ თუ სხვა რამე სულ არ ადარდებთ.
მაგრამ ოპოზიციის ლიდერებმა უნდა იცოდნენ, რომ ხალხის გაციებაზე პასუხისმგებელნი თავად არიან, ეს კარგად გაითავისონ! ის მცდელობა აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რომ ამ პასუხისმგებლობას გაექცნენ, არ გამოუვათ.
აქციის მონაწილეები ადანაშაულებენ პოლიციას, რომ მათ არ გაფრთხილეს ისინი ჭავლის გამოყენების წინ.
პოლიციის შესახებ კანონში მანახეთ ჩანაწერი სადაც ამ ანალოგიურ სიტუაციაში ვალდებულია სახელმწიფო სიტყვიერი გაფრთხილების ეხლა წყლის ჭავლს გამოვიყენებთო. (იმსდა მიუხედავად, რომ 31-ე მუხლის თანახმად, არ ქონდათ პოლიციელებს ვალდებულება გაფრთხილების, ყოველ წყილს ჭავლის გაშვებას წინ უსწრებდა ხმოვანი სიგნალი, ყველა ეთერში ისმის ამ სიგნალის ხმა, როგორც გაფრთხილება) ზოგი ოპოზიციონერი აფერიზმის უმაღლეს დონეს აჩვენებს, როცა ამას ამბობს. საოცრებაა თან ზოგი იურისტიც ამას კვერს რომ უკრავ.
ბოლოს და ბოლოს ძირითად უფლებებში და საკონსტიტუციო სამართალში ვკვალიფიცირდები ვკითხულობ
ლექციებს და სამეცნიერო სტატიებს ამ ძირეულ ღირებულებებთან დაკავშირებით ვაქვეყნებ და შეფასების უფლება ნამდვილად მაქვს!
არანაირ ძალის გადამეტებას (ექსცესიურ ძალას) არ ქონია ადგილი!
სირცხვილია, როცა იურისტები ძალის პროპორციულობაზე საუბრობენ! წაიკითხონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით.
ნამდვილად სამწუხაროა, რომ ორი ადამიანი დაზარლდა, თუმცა როცა წყლის ჭავლის სიგნალი დაიწყო, უნდა მანქანის სახურავიდან ჩამოსულიყვნენ, გაცლილიყვნენ წინა ტერიტორიას.
წყლის ჭავლი არ არის იარაღი, თოფი და ა.შ. რომ დაუმიზნო და ის კონკრეტულ ადამიანებს სამიზნეებად ვერ ამოიღებს. მთელ სიგრძეზე ხდება წყლის ჭავლით შესაბამისი ადგილების დასველება და ამ ფორმით ძალადობრივი აქციის განეიტრალება.
ამიტომაც ამ აბსურდულ ლაპარაკებს მორჩეს ზოგიერთი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, ვინაიდან ასეთი ბრალდება სასაცილოა.“ - წერს ირინა ბათიაშვილი.