logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: გამოხატვის უფლებაზე უფრო მაღალი არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება
- +

9 ნოემბერი. 2020. 14:39

 

 

„გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის უფლებათა შორის ერთ-ერთი უპირველესი, მაგრამ გამოხატვის უფლებაზე უფრო მაღალი უფლება არის ადამიანის სიცოცხლის და ადამიანის ჯანმრთელობის უფლება“, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გუშინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ამ ორი უფლების უზრუნველყოფას შორის ბალანსი უნდა იყოს დაცული.

 

„რა თქმა უნდა, ვერავინ აუკრძალავს და არ აუკრძალავს ადამიანს, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ ამასთან ერთად დაცული უნდა იქნეს ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ პანდემიის პერიოდში. ასეთი დიდი თავშეყრები და შემდგომ უკვე უმართავი, დაუცველი პროცესები, რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას ქვეყანაში და ამას ჩვენ დავინახავთ არა მეორე და მესამე დღეს, ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის შემდეგ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა. შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს. დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 2 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 45 042-მდე გაიზარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner