საქართველოს მასშტაბით წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
ამჯერად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ გორში, კვერნაკის დასახლების სტაბილური წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
რეზერვუარი, რომელიც კვერნაკის დასახლებას წყლით ამარაგებს, 1965 წელს არის აგებული და მას შემდეგ ობიექტს რეაბილიტაცია არ ჩატარებია. სრულად არის ამორტიზებული არსებული მილები, მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში 8 საათით მიეწოდება.
სამუშაოები ითვალისწინებს არსებული რეზერვუარის რეაბილიტაციას და ძველი, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლებას, გამრიცხველიანდება მოსახლეობა.
პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც კვერნაკის დასახლებაში მცხოვრები 700-მდე ადგილობრივი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა.