logo_geo
eng_logo
გორში, კვერნაკის დასახლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაიწყო
- +

9 ნოემბერი. 2020. 15:22

 

 

საქართველოს მასშტაბით წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

 

 ამჯერად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ გორში, კვერნაკის დასახლების სტაბილური წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

 

რეზერვუარი,  რომელიც  კვერნაკის დასახლებას წყლით ამარაგებს, 1965 წელს არის აგებული და მას შემდეგ ობიექტს რეაბილიტაცია არ ჩატარებია.  სრულად არის ამორტიზებული არსებული მილები, მოსახლეობას  წყალი დღის განმავლობაში 8 საათით მიეწოდება.

 

სამუშაოები ითვალისწინებს არსებული რეზერვუარის რეაბილიტაციას და ძველი, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლებას, გამრიცხველიანდება მოსახლეობა.

 

პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც  კვერნაკის დასახლებაში მცხოვრები 700-მდე ადგილობრივი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner