„იმაზე დიდი პოლიტიკური ნაძირლობა რა უნდა იყოს, როცა ყოფილი პრეზიდენტი ღირსეულ პოლიციელებს დოქსოპულოებს უწოდებს და ახალგაზრდებს მოუწოდებს, სახლში მიუვარდნენ და იძალადონ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
სესიაშვილის თქმით, სააკაშვილის განცხადება არის ძალიან სამარცხვინო.
„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი პოლიციელები იცავენ ქვეყანას, წესრიგს, უსაფრთხოებას და თითოეულ ჩვენგანს, რაც არის მათი მოვალეობაა და მათ ამისთვის მადლობას ვუხდი. ცხადია, ყველა ასეთ პოლიტიკურ ნაძირლობას პასუხი გაეცემა. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი, როცა ხედავს, მხარდაჭერა არ აქვს და ისეთ თავდასხმებზე გადადის, სადაც თავდასხმის ობიექტები არიან ჩვენი ღირსეული ინსტიტუტები. პირველ რიგში, პოლიცია და თავდაცვის უწყება. მიხეილ სააკაშვილისთვის ყველაზე მძიმე დარტყმაა, რომ პოლიციელები ღირსეულად და კანონის შესაბამისად ქვეყანას იცავენ, რაც ცხადია, მის პოლიტიკურ სურვილს ძალაუფლებაში მოსვლაზე პრობლემას უქმნის”, – განაცხადა სესიაშვილმა.