logo_geo
eng_logo
ზურა ქადაგიძე ოპოზიციას: შენი უფლებები ხელშეუხებელია და ჩემი უფლებები წყალსაც წაუღია?!
- +

9 ნოემბერი. 2020. 18:14

 

 

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ზურა ქადაგიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.

 

„შენი უფლებები ხელშეუხებელია და ჩემი უფლებები წყალსაც წაუღია?!

 

 შენ უფლება გაქვს - არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადო.

 

მოაწყო მიტინგები.

 

მოახდინო საარჩევნო ინსტიტუტების ბლოკირება.

 

მიმართო საოლქო ადმინისტრაციის წევრების მიზანმიმართულ ბულინგს.

 

თავდასხმა მოახდინო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე.

 

მაშინ როცა - შენივე ჩატარებული ეგზითპოლები წაგებას გიწინასწარმეტყველებს.

 

ერთი ხელით კოვიდ კატასტროფაზე საუბრობ და მეორეთი მასობრივ გავრცელებას ახდენ.

 

ხმების დათვლის პროცესს შენი ათიათასობით დამკვირვებელი ესწრებოდა და ოქმებზე კომისიის შენი წევრები აწერენ ხელს.

 

მოსყიდვა-შანტაჟის მცდელობის შემდეგ ერთი ადამიანი იღუპება.

 

მიდიხარ კონსტიტუციურ ორგანოსთან ბლოკირების მიზნით და ადგილზე მყოფ სამართალდამცავებს ქვებს უშენ.

 

ჩემი უფლებაა - ნდობა გამოვუცხადო არჩევნებს.

 

გაგებით მოვეკიდო შენ მიერ მართულ მიტინგს.

 

არ მოგიწონო საარჩევნო ინსტიტუტების ბლოკირება. აღვშფოთდე შენ მიერ წარმოებულ მიზანმიმართულ ბულინგზე.

 

კონსტიტუციური წესრიგის დაცვა მოვთხოვო სამართალდამცავ ორგანოებს, როდესაც შენ ცდილობ მოახდინო ცესკოს ბლოკირება.

 

მაშინ როცა - რუსეთის ოფიცერი თემურ ალასანია გადატრიალებას გეგმავს.

 

"ნაც-მოძრაობის" ხელის ბიჭები კი "კაგებეშნიკურ," რევოლუციურ სცენარს ავითარებენ და გეგმებს სახავენ როგორ  აიღონ ცესკო 1000 ბოევიკით.

 

განსაკუთრებით მაშინ როცა, არჩევნებს დადებითად აფასებს ყველა საერთაშორისო მისია.

 

მთელი ქვეყანა ელოდება ეკონომიკურ ცვლილებებს, რათა დავძლიოთ კოვიდით გამოწვეული სოციალური და ფინანსური კრიზისი.

 

უბრალოდ როცა, ქვეყანამ უნდა განაგრძოს სტაბილური განვითარება.

 

და რა?...

 

შენ და მე  ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ ჩვენივე განსხვავებული შეხედულებებით. უბრალოდ მე მცირედი უპირატესობა მაქვს ის,რომ იმ მილიონ ამომრჩეველში ერთი ვარ, ვინც უმრავლესობაში აღმოჩნდა მეტი არაფერი....

 

ამიტომ როგორც შენი უფლებებია ხელშეუხებელი ისევე გაითვალისწინე ჩემი.

 

P.S. ყველაზე დიდი ბოროტება გათვითცნობიერებულად, ადამიანის  საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებაა, ხოლო ყველაზე დიდი საცოდაობა გაუთვითცნობიერებლად, სხვისი გეგმების შესრულება.

 

არ აყვე კაგებეშნიკურ თამაშებს !“- წერს ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner