ჟურნალისტი ზაზა დავითაია, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის პოლიციელებისადმი მუქარას ეხმაურება და წერს:
„ნახეთ!!! სააკოვი პოლიციელების ცოლ-შვილის აწიოკებისკენ მოუწოდებს თავის მომხრეებს!
მოუწოდებს თავის ბანდებს, რომ იმ პოლიციელებს, რომლებიც სახელმწიფო ობიექტებს კანონის ფარგლებში იცავენ - ოჯახებში მიუვარდნენ და ცოლ-შვილი აუწიოკონ! კიდეც შეასრულებს, თუ დასცალდა! მარტო პოლიციელებს კი არა, მისი პოზიციის ყველა მოწინააღმდეგეს შემოეჭრება ოჯახში, ეს ბოროტება და განუკითხაობა!“ - წერს ზაზა დავითაია.