logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის გეგმის მიხედვით, პოლიციას ასობით ადამიანი უნდა დაეჭირა, მთავარი ამოცანა სისხლისღვრა უნდა ყოფილიყო
- +

9 ნოემბერი. 2020. 18:50

 

 

„ყველამ ერთ ხმაში, სახალხო დამცველის ჩათვლით, დაწყო საუბარი, რომ რა საჭირო იყო წყლის ჭავლი, იქ უნდა მომხდარიყო იმ პიროვნებების დაკავება, რომლებიც არღვევდნენ კანონს და შეჭრას ცდილობდნენ ცესკო-ში, სადაც ბიულეტენები ინახება, ანუ სახელმწიფო სტრუქტურაში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ 8 ნოემბერს ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

 

„ყველა ელოდებოდა, რომ პოლიცია შევიდოდა ფიზიკურ დაპირისპირებაში კონკრეტულ ადამიანებთან და დაკავების პროცესში ისინიც დაუპირისპირდებოდნენ პოლიციას და იგეგმებოდა ის, რაც პოლიციამ ჩაუშალა. პრაქტიკულად წყლის ჭავლი არის საშუალება, როდესაც ადამიანს დისკომფორტი უნდა შეუქმნას და გასცილდეს იმ ადგილს, სადაც ის აპროტესტებს და კანონის დარღვევის აშკარა ფაქტები არსებობს, თორე სადისტური მეთოდი თქვენ ნახეთ როგორიც არის, გინდა 26 მაისს, გინდა 7 ნოემბერს. სახალხო დამცველი ამბობს, რომ 100-200-300 კაცი პოლიციას უნდა დაეჭირა და შესულიყო ხელჩართულ ბრძოლაში, ანუ სააკშვილის გეგმის რეალიზაცია უნდა მოეხდინა, როდესაც სისხლი აუცილებლად უნდა დაიღვაროს, ეს არის მათი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner