თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
„პოლიციელების დედებს უნდა მივაკითხოთო, სააკაშვილმა! კარგი აზრი მომაწოდეს: დედები ამ ნაბიჭვრებსაც ჰყავთ და ჩვენ მივაკითხოთ! გიულისგანაა დასაწყები!!! არავინ შემოიჭრას დიდაქტიკური კომენტარებით, თორემ თქვენს დედებსაც მოვიხსენიებ!!! ზღვარი გადალახულია!!!“ - წერს ისაკაძე.
მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველებს დოქსოპულოები უწოდა და განაცხადა: „ამ კოსმონავტებს და დოქსოპულოებს დედა ჰყავთ პრინციპში. ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, მივაკითხოთ ყველას ცალ-ცალკე, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ“.