„ოპოზიციის ლიდერები რომ არ ვყოფილიყავით გუშინ ცესკო-სთან, სისხლი იქნებოდა დაღვრილი, სათითაოდ დავდევდით იმ ხალხს, ვინც ქვებს და არმატურებს ისროდა, ან პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა და ურტყამდა“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ცესკო-სთან გუშინ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, „იქ ისეთი ანთებული იყო ხალხი, ერთი სული ჰქონდათ, დაელეწათ იქაურობა“.
„მე პირადად ვაპირებ, რომ ვიბრძოლო კანონის, კონსტიტუციის ფარგლებში. ოპოზიციის ლიდერები რომ არ ვყოფილიყავით გუშინ ცესკო-სთან, სისხლი იქნებოდა დაღვრილი, იცით? იმიტომ, რომ სათითაოდ დავდევდით იმ ხალხს, ვინც ქვებს და არმატურებს ისროდა, ან პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა და ურტყამდა. ისევე, როგორც ვაკავებდით პოლიციელებს, რომ ზედმეტი არ მოსვლოდათ. ყელგამოწვდილები ვეხვეწებოდით, რომ თავისი უფლებამოსილებისთვის არ გადაემეტებინათ. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით იქ, რაღაც უღმერთობა მოხდებოდა. ბოლოს, მე და ნიკა მელია დავდექით და ხალხს მოვუწოდეთ, არ იყო ეს მარტივი მოწოდება, რადგან იქ ისეთი ანთებული იყო ხალხი, ერთი სული ჰქონდათ დაელეწათ იქაურობა“, – განაცხადა ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.