logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: მედიაზე თავდასხმა, პოლიციის თანამშრომლების შეურაცხყოფა, ყვირილი, გინება, მედასავლეთეობაში როგორ ჯდება?
- +

9 ნოემბერი. 2020. 19:46

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, 8 ნოემბერს ცესკო-ს შენობასთან განვითარებულ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ამიტომ ვამბობ, არაფერი იცვლება, პრიმიტივზე პრიმიტიული პროცესებია. გუშინ აქციის მონაწილეები დესტრუქციაზე წაიყვანეს. როგორ ჩამოიყვანეს ხალხი, ყველამ იცის.

 

როცა აქციაზე ხალხს იბარებთ, ფულით თუ უფულოდ, უნდა გააფრთხილოთ, რომ შესაძლოა, რაიმე შენობის შტურმზე წაიყვანოთ.

 

ახლა ისხდნენ „ლელოს“ ოფისში და ტელეეკრანს შესცქეროდნენ.

 

მორიგი გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღეს, საკომენდატო საათს არ დავემორჩილებითო, თითქოს ღამით რაიმე მნიშვნელოვანი წყდება.

 

მთელ ევროპაში აწესებენ ღამით გადაადგილების შეზღუდვებს. ჩვენთან ისე უკეთებენ პოლიტიკურ სარჩულს, თითქოს, რომ არ დააწესონ ეს შეზღუდვა, ოპოზიციას ამით რაიმე შეღავათი მიეცემა.

 

მედიაზე თავდასხმა, პოლიციის თანამშრომლების შეურაცხყოფა, ყვირილი, გინება, ნეტა მედასავლეთეობაში როგორ ჯდება?

 

შემდეგი არჩევნების წინ ისევ მოიხდით ბოდიშს, ხომ, თუ წლევანდელი იმუშავებს?

 

საზოგადოებრივ მაუწყებელს რაც შეეხება, იმის მიუხედავად, რომ ჩემთან წლებია არ თანამშრომლობენ, ეს მათი გემოვნებაა, მაგრამ ბევრჯერ მაქვს ახსნილი: ამ ტელევიზიას აკისრია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ამოცანების შესრულება. ვინც ამას ვერ იგებს, თავისი ვიწროპოლიტიკური ინტერების იქით ვერაფერს ხედავენ“, - წერს სალუქვაძე.

 

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია დაიწყო.  აქციის მონაწილეები ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner