„ამ პირობებში უკიდურესად სახიფათოა ასეთი თავშეყრის გაგრძელება, რადგან ეს კვებას ეპიდემიის მიმდინარეობს და ზრდის მატების სტიმულირებას“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„თავშეყრები დაიწყო ცოტა ადრე, ეს არ ხდება მხოლოდ გუშინ და დღეს, ვფიქრობ, კორონავირუსის შემთხვევების ამგვარი მატება უკავშირდება ქუჩის აქციებს, რადგან იქ წესი დაცული არ არის და არის აქტიური ხალხმრავლობა. ამან კიდევ ერთხელ მისცა ბიძგი იმას, რომ ჩვენ გვაქვს ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი. ამ პირობებში უკიდურესად სახიფათოა ასეთი თავშეყრის გაგრძელება, რადგან ეს კვებას ეპიდემიის მიმდინარეობს და ზრდის მატების სტიმულირებას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.