logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: შუაზე ხომ არ გავგლეჯთ ქვეყანას ამ დესტრუქციული ძალების გამო?!
- +

9 ნოემბერი. 2020. 19:51

 

 

„სამწუხაროდ, კვლავ საერთშორისო ჩარევა სჭირდება, რომ ადამიანებს ცხელ თავებზე ცივი წყალი გადაასხა, არა პირდაპირი გაგებით, არამედ განცხადებებით, მოწოდებებით“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ყველანაირ თემასთან დაკავშირებით შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ ადამიანები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და სანამ არ მოვიგებთ, იქამდე არჩევნები უნდა ჩატარდესო.

 

ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანია საქართველოში ამის წინააღმდეგი, რომლებიც თავის ხმებს დაიცავენ და საქართველოს ხელისუფლება უნდა იდგეს შუაში, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა მეორე მხარის პოზიცია, რადგან ვალდებული ხარ, სტაბილურობა შეინარჩუნო.

შუაზე ხომ არ გავგლეჯთ ამ ქვეყანას ამ დესტრუქციული ძალების გამო?!“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner