logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: ქვებს, ბოთლებს, არმატურებს ესროდნენ პოლიციელებს და წყლის ჭავლის შესხმა, თურმე, დანაშაული ყოფილა
- +

9 ნოემბერი. 2020. 20:56

 

 

„ესაა მშვიდობიანი აქცია?! ცესკო-ს შესასვლელთან აი, ეს ხდებოდა გუშინ და მთავარი, ჩვენ სახალხო დამცველი კი არა,  საქართველოს სახალხო სირცხვილი გვყავს.  სირცხვილი!!!“ - ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.

 

 

ჩემი მხარდაჭერა ჩვენ გმირ პოლიციელებს, რასაც ეს ბიჭები იტანენ ამ მწამებლებისგან. ქვებს, ბოთლებს, არმატურებს ესროდნენ ბიჭებს და წყლის ჭავლის შესხმა თურმე დანაშაული ყოფილა და ქვის სროლა და ცესკო-ში შეჭრის მცდელობა არააა?! ფუი! #პოლიციელიგმირია #ჩემი მხარდაჭერა პოლიციას. ️ყველაფერი კარგად იქნება. დამნაშავე ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი. დავიღალეთ, იმოქმედეთ“, - წერს ოქიტაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner