logo_geo
eng_logo
საქალაქო სასამართლომ ცესკო-სთან დაკავებულ ორ პირს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო სამი 1 000-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა
- +

9 ნოემბერი. 2020. 21:29

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან დაკავებულ ორ პირს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო სამი 1 000-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა.

 

სასამართლოზე ბრალდების მხარემ ვიდეომტკიცებულებები წარადგინა.

 

ადვოკატების განცხადებით, წარდგენილ ვიდეოკადრებში მათი დაცვის ქვეშ მყოფები არ ფიგურირებდნენ.

 

ცესკო-სთან სულ 19 პირი დააკავეს. დანარჩენების პროცესი საქალაქო სასამართლოში ისევ გრძელდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner