logo_geo
eng_logo
ლადო ბოჟაძე „ნაცმოძრაობაზე“: მოიქცევიან კიდევ უფრო უარესად, მეტად დააქცევენ და დაანგრევენ ქვეყანას
- +

9 ნოემბერი. 2020. 21:40

 

 

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეცვლილა“, -  ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი, ლადო ბოჟაძე ყოგილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ ბოდიშები და დაპირება, რომ ისინი ისე აღარ მოიქცევიან - ტყუილია. ჩვენ შეიძლება ერთადერთ რამეს დავუჯეროთ, რომ ისინი არ იქცევიან ისე, როგორც მანამდე იქცეოდნენ, მოიქცევიან კიდევ უფრო უარესად და მეტად დააქცევენ და დაანგრევენ ქვეყანას“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

 

მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველებს დოქსოპულოები უწოდა და განაცხადა: „ამ კოსმონავტებს და დოქსოპულოებს დედა ჰყავთ პრინციპში. ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, მივაკითხოთ ყველას ცალ-ცალკე, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner