„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეცვლილა“, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი, ლადო ბოჟაძე ყოგილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
„ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ ბოდიშები და დაპირება, რომ ისინი ისე აღარ მოიქცევიან - ტყუილია. ჩვენ შეიძლება ერთადერთ რამეს დავუჯეროთ, რომ ისინი არ იქცევიან ისე, როგორც მანამდე იქცეოდნენ, მოიქცევიან კიდევ უფრო უარესად და მეტად დააქცევენ და დაანგრევენ ქვეყანას“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველებს დოქსოპულოები უწოდა და განაცხადა: „ამ კოსმონავტებს და დოქსოპულოებს დედა ჰყავთ პრინციპში. ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, მივაკითხოთ ყველას ცალ-ცალკე, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ“.