„პარლამენტთან აქციაზე ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფისთვის“ – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ლექსო მაჭავარიანმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„რაც შეეხება ბატონ მაჭავარიანს, პირადად მე განვუმარტე მას აღნიშნული არაერთხელ, განვუმარტე, რომ დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვანას. მან საჯაროდ განაცხადა, რომ არ დაემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და ასევე, შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა ჩვენი მისამართით. შესაბამისად, დაკავებულია ადმინისტრაციული წესით“, – განაცხადა სირაძემ.