„ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს საარჩევნო პროცესებს. მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში“, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კლერ ოლბლესი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ახლა დროა, რომ განსხვავებების მიუხედავათ საქართველო ერთიანი იყოს. გაერთიანებული სამეფო მზად არის, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მხარი დაუჭიროს ამ პროცესს“, – წერს კლერ ოლბლესი.