„მაგათ („ნაციონალურ მოძრაობას“) ხომ არ ჰგონიათ, რომ დაპირისპირება „ქართულ ოცნებასთან“ აქვt, მაგათ დაპირისპირება აქვთ ქართველ საზოგადოებასთან და ეს მომთმენი საზოგადოებაა“, - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „POSTV“-ის ეთერში.
„რომ გამოდიხარ ტრიბუნაზე და სიტყვა „მოღალატე“-ს ხმარობ, რომ შემოგიტრიალებ მაგ სიტყვას და ნაწილ-ნაწილ დაგიდებ, საიდან ხარ გამოსული და ფული როგორ გაქვს ნაშოვნი, მერე ვნახოთ, ვინაა ქვეყნის მოღალატე და ვინაა ქურდი.
ან ის, ლომჯარია - სამარცხვინო ადამიანი. რომ დამთავრდა ყველაფერი, მოვიდა, არადა იქ ქვები ყრია, ნამწვავები... პოლიციელებს ადამიანებად არ თვლიან. ნამწვავებს რომ უგდებდნენ იმ ახალგაზრდა ბიჭებს, აგინებენ, ლანძღავენ, აფურთხებენ, ესვრიან ქვებს - ეს მოსულა. მთავარია, აი, ისინი, ვინც ამას აკეთებს, იმათი უფლებები იყოს დაცული.
მაგათ („ნაციონალურ მოძრაობას“) ხომ არ ჰგონიათ, რომ დაპირისპირება „ქართულ ოცნებასთან“ აქვთ, მაგათ დაპირისპირება აქვთ ქართველ საზოგადოებასთან და ეს მომთმენი საზოგადოებაა.
მაგათ ხომ არ ჰგონიათ, რომ ის 200 000 პრობაციონერის ოჯახები აქ აღარ ცხოვრობენ, ან იმ ბიჭების მშობლები, ან თვითონ ის ბიჭები არ ცხოვრობენ, ვისაც აუპატიურებდნენ და ვისზეც ძალადობდნენ ციხეში და ის ხალხიც აღარ არის ცოცხალი, ვინც დააწიოკეს და დააყაჩაღეს.
ყველანი აქ ვართ, იმათ გამოკლებით, ვინც მაგათ ნავში ჩახტა. და სამართლიანობაზე მელაპარაკებიან იქიდან, ჩვენი ყოფილი თანამებრძოლები“, - განაცხადა ხაინდარავამ.