logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩვენი მოქალაქეები დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევისთვის გამოიყენეს
- +

10 ნოემბერი. 2020. 00:55

 

 

„პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩვენი მოქალაქეები გამოიყენეს იმისთვის, რომ მორიგი შეტევა მოეხდინათ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე“, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 8 ნოემბერს ცესკო-სთან განვითარებული მოვლენები.

 

„ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ითვლის ხალხის მიერ მიცემულ ხმებს და აჯამებს არჩევანს და გააკეთეს შეტევა. დიდი ალბათობით, მათი მიზანი იყო ბიულეტენების განადგურება. ეს ყველაფერი მოხდა ღამე და ბიულეტენების განადგურების შემდეგ, ეს ხალხი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ცენტრალურ ოფისში დაცული ბიულეტენები აღარ არსებობს და არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან.

 

ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ ერთადერთი გზა, რომელიც შეიძლება მომავალი პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი გახდეს, ეს არის პირველ რიგში არჩევნების შედეგების პატივისცემა და რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესში შესვლა. მათ შორის დისკუსია, საუბარი და მუშაობა, რასაც ნორმალური პოლიტიკური პროცესი მოიცავს, ამიტომ, ჩვენი მზადყოფნა ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არა ერთხელ დავაფიქსირეთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner