„8-9 ნოემბერს განვითარებული მოვლენები მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის ერთი აგრესიული ნაწილი ამჟამადაც თემურ ალასანია-მარკირებული დეზერტირი სააკაშვილის ზუსტი ინსტრუქციების და პირადი ინტერესების მიხედვით მოქმედებს“,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მხოლოდ დამნაშავე ე.წ. პოლიტიკოსების სატელიტი პარტიების და ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებშია.
„მაგრამ მათ ავიწყდებათ ან არ უნდათ გაიგონ, რომ დღევანდელი საქართველოს ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად და მტკიცედ მუშაობს. შესაბამისად, მკაცრად იქნება აღკვეთილი სახელმწიფო ობიექტების ძალისმიერი გზით დაკავების და ჩვენი მოქალაქეების პირადი უსაფრთხოებისათვის საშიშროების შექმნის ნებისმიერი მცდელობა. ოპოზიციის ერთი ნაწილის მსგავსი ქმედებები (მათი ტერმინოლოგია, რომ ვიხმაროთ) სახელმწიფო დაწესებულებების „ჰაერში აწევის“ მცდელობები პროვოცირებას ახდენს ჩვენი მოქალაქეების გადამწყვეტი უმრავლესობის საპასუხო მოქმედებისაკენ. ეს კი პირდაპირ ქმნის საქართველოში მწვავე სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობას. ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სააკაშვილის სამარცხვინო რეჟიმის რესტავრაციას არავინ დაუშვებს. ამავე დროს, უპირობოდ არის და იქნება დაცული კონსტიტუციით გარანტირებული, მათ შორის, კანონიერი პროტესტის უფლებები.
საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები აღიარებულია ჩვენი მოქალაქეების გადამწყვეტი უმრავლესობის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ყველა ჩვენს მოქალაქეს ვთხოვ არ აყვნენ პროვოკაციებს, განსაკუთრებით ამას ვთხოვ ქართული ოცნების მხარდამჭერებს - მესმის, გაქვთ გარეთ გამოსვლის სურვილი და საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნა, მაგრამ, მეგობრებო, უნდა დაველოდოთ სახელმწიფო ინსტიტუტების კანონიერ მოქმედებებს“,- წერს მეტრეველი..