logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: ოპოზიციის მოთხოვნები სცილდება კონსტრუქციულობის ჩარჩოს და არალეგიტიმურია
- +

10 ნოემბერი. 2020. 01:40

 

 

„ოპოზიციის მოთხოვნები სცილდება კონსტრუქციულობის ჩარჩოს და არალეგიტიმურია, რადგან ნახეთ, საარჩევნო უბნების გადათვლები და ეგზიტპოლის შედეგი. ასევე, ვნახეთ არჩევნების საბოლოო შედეგები. 16 ოლქში მეორე ტური უნდა ჩატარდეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

„მზად ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული განხილვისთვის. პირველივე დღეს, როცა საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელებმა განცხადებები გააკეთეს, თქვეს, რომ წარმოუდგენელია დემოკრატიული ქვეყნისთვის, სადაც ხმების დათვლა მიმდინარეობს, ადამიანები ქუჩაში გამოდიან და იმას აპროტესტებენ, რაც ჯერ გაურკვეველია, რა უნდა გააპროტესტონ: სახელმწიფო უწყებებს არ აცდიან თავისი უფლებამოსილების განხორციელებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner