logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: წარმოუდგენელ სიგიჟესთან გვაქვს საქმე
- +

10 ნოემბერი. 2020. 02:03

 

 

„როდემდე აპირებენ ამ სიველურის გაგრძელებას... კოვიდ-ვირუსის მხარეს არიან. მართლა ღუმელში შეყვეს თავი უკვე. არ ფიქრობენ თავიანთ ოჯახებზე, ახლობლებზე, არ ვიცი, ასე პარტიულად როგორ უნდა მოიწამლო გონება, რომ ასეთი რაღაცები ჩაიდინო“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ოპოზიციური პარტიების მისამართით, „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

 

„საერთაშორიო განცხადება ერთიც რომ ყოფილიყო, სადაც რამე კითხვის ნიშანია... არ არის არცერთი. რომელი ერთი ორგანიზაცია დარჩა და არის შესაბამისი სტატიები, მიმოხილვები ანალიზები და ახლა ესენი თუ აპირებენ, ასე ირბინონ, შეიძლება, მერე ვეღარც მიღონ საავადმყოფოებმა, რადგან წარმოუდგენელ სიგიჟესთან გვაქვს საქმე.

 

ვფიქრობ, რომ ისევ ჩვენი საერთაშორიო პარტნიორები, მეგობრები უფრო აქტიურად ჩაერევიან. ამ განცხადებების გარდა იქნება შეხვედრები, დარწმუნებები, გადარწმუნებები, რომ მათ სახე შეინარჩუნონ და დაუბრუნდნენ რეალურ პოლიტიკას და არა ქუჩის რაღაც სიგიჟეებს“, - განაცხადა აბაშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner