logo_geo
eng_logo
ყარაბაღში ომი დასრულდა - ნიკოლ ფაშინიანმა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა
- +

10 ნოემბერი. 2020. 02:24

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა.

 

„ძვირფასო თანამემამულეებო, პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ. განცხადების ტექსტი, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, წარმოუდგენლად მტკივნეულია ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს გადაწყვეტილება სამხედრო სიტუაციის სიღრმისეული ანალიზის შედეგად მივიღე. ეს გადაწყვეტილება ასევე ეფუძნება იმის რწმენას, რომ შექმნილ ვითარებაში ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არც დამარცხებაა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner