logo_geo
eng_logo
მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ ნიკოლ ფაშინიანის განცხადების შემდეგ, ერევანში, მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ
- +

10 ნოემბერი. 2020. 03:20

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადების შემდეგ, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი პრემიერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

 

შეკრებილები ხალხს მოუწოდებენ, ქუჩებში გამოვიდნენ.

 

„ჩვენ არ დავთმობთ მიწებს“, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

 

მთავრობის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner