რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
„რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდება მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზისა და მთიანი ყარაბაღის სომხეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის ფედერაციის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ამ დროისთვის თავიანთ პოზიციებზე დარჩებიან.
„ყარაბახის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას სამართლიანობის საფუძველზე და აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.