logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მიზანი და ღირებულება ერთიანი საზოგადოება და ძლიერი სახელმწიფოა
- +

10 ნოემბერი. 2020. 10:05

 

„ჩვენი მიზანი და ჩვენი ღირებულება არის ერთიანი საზოგადოება, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ ყველა მხარე პატივს სცემს ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და გადაწყვეტილებას“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებას შეახსენა ის დაპირება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას მისცა - რომ მოქალაქეების მიერ გაკეთებული ნებისმიერი არჩევანი უპირობოდ იქნებოდა მისაღები.

 

„ არ გვახსენდება არცერთი ასეთი გადაწყვეტილება, ამ დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან და არ გვახსენდება არც არჩევნების ჩატარების შემდეგაც - უფრო მეტიც, ისინი ითხოვდნენ იმ უბნების გადათვლას, სადაც მათი თქმით, ხარვეზები და საჩივრები დაფიქსირდა, ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აქ ეთერში, მინდა გითხრათ, რომ 39 ასეთი უბანი არის გადათვლილი და ეს არ არის ისე გადათვლილი, როგორც ნიკა მელია საუბრობდა, საზოგადოება შეყავდა შეცდომაში, გადათვლილი არის ისე, რომ ამ გადათვლას ესწრებოდნენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, დამკვირვებლები, ცესკოს წარმომადგენლები და ხშირ შემთხვევაში, ეს გადაიცემოდა პირდაპირ  ეთერში და ამ გადათვლის შედეგებმა დაადგინა, რომ იქ არსებითი ხასიათის ხარვეზები, რომლებსაც შეეძლო ამ უბნებზე განსხვავებული შედეგი მოეცა, პროცენტული თვალსაზრისით, არ გამოვლინდა. როცა დაიწყო გადათვლები, წინა დღეს ოპოზიცია ითხოვდა დათვლას, როგორც კი დაიწყო ცესკომ გადათვლები, ჩვენ ვნახეთ, რომ პირველ 12-ვე უბანზე, სადაც გადათვლები მიდიოდა, მათ მოაწყვეს დესტაბილიზაცია, შეტევა ცესკოზე, მაშასადამე, შეტევა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე და სახელმწიფო ინსტიტუტზე, ანუ, ერთ დღეში  შეცვალეს  ნარატივი და თქვეს, რომ გადათვლა მათ აღარ აინტერესებთ, მათ უნდათ რიგგარეშე არჩევნები. უკაცრავად, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები ეს არის საკითხი, სადაც ოპოზიცია არის აბსოლუტურ  ავანტიურაში შესული, ვინაიდან მათ არ დარჩათ სხვა რეალური და პრაგმატული, არცერთი რაციონალური არგუმენტი და საკუთარი დესტრუქციის გასამართლებლად  ახალ-ახალ ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომელსაც არც საზოგადოება, არც სახელმწიფო, არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ ეთანხმებიან. შესაბამისად, ეს არის დესტრუქციული ხაზი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner