logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საზოგადოების გაერთიანების და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, მზად ვართ ნებისმიერთან ვისაუბროთ
- +

10 ნოემბერი. 2020. 10:27

 

 

„ჩვენ ვართ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტია და ძალიან კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა. საზოგადოების გაერთიანების და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, მზად ვართ ნებისმიერთან ვისაუბროთ “,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

 

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა ისიც, რომ საზოგადოების მხარდაჭერით, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების შემდეგ, პარლამენტში დამოუკიდებლად 8 ოპოზიციური პარტია შევიდა და მათ ახლა, უფრო ძლიერი ბერკეტები და მექანიზმები აქვთ ოპონირებისთვის.​

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner