logo_geo
eng_logo
აშშ-ის გენერალური პროკურატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევებს გამოიძიებს
- +

10 ნოემბერი. 2020. 11:59

 

აშშ-ის გენერალური პროკურატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევებს გამოიძიებს. შესაბამისი განკარგულება აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა უკვე გასცა.

 

როგორც „ესოშიეითიდ პრესი“ იუწყება, უილიამ ბარმა ფედერალურ პროკურორებს მიანიჭა უფლებამოსილება, რათა მათ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევების შესაძლო შემთხვევების შესახებ გავრცელებული ცნობები შეამოწმონ.

 

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე 9 ნოემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არჩევნებზე „უპრეცედენტო და უკანონო“ დარღვევები დაფიქსირდა.

 

შეგახსენებთ, ამერიკულმა და საერთაშორისო მედიამ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად 7 ნოემბერს გამოაცხადა.

 

დონალდ ტრამპს არჩევნების შედეგები ჯერ არ უღიარებია. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner