„ფაქტიურად აღიარებს რომ სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს. ახორციელებს რუსულ სცენარს პროდასავლურობის დროშის ქვეშ, რასაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან ზოგ-ზოგები დასავლეთში“,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს, სადაც სააკაშვილი მილოშევიჩის სცენარზე საუბრობს.
„ფაქტიურად აღიარებს რომ სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს.
ახორციელებს რუსულ სცენარს პროდასავლურობის დროშის ქვეშ, რასაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან ზოგზოგები დასავლეთში.
ნაცები რომ რევოლუციას აპირებენ, ეს უკვე ცხადზე ცხადია და შუბს ხალთაში უკვე ვეღარ მალავენ, რა გამოუვათ ეს ცალკე თემაა, არც არაფერი, მე თუ მკითხავ. უბრალოდ შეუძლიათ ვინმე მსხვერპლად შესწირონ.
ჩნდება მკაფიო კითხვა დანარჩენ ოპოზიციასთან: თანამონაწილეები ხართ?!“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.